სავაჭრო პროგრამა TN_MZ:


  1. რაც მთავარია სიმარტივე
  2. სალარო აპარატის მხარდაჭერა (ჩეკების ავტომატურად ამოღების საშუალება)
  3. ჩამონათვლის პრინტერის მხარდაჭერა
  4. შტრიხკოდის სკანერის ინტეგრაცია
  5. საქონლის ნაშთის რეალური აღრიცხვა
  6. ზედნადების ატვირთვა RS-ზე
  7. სამ ენოვანი ინტერფეისი
  8. დღგ-ს დანართის ექსპორტი
  9. გაყიდვების ყველანაირი რეპორტები
  10. მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა

პროგრამა TN_MZ წარმოდგენილია სამ ენაზე: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია ისიც რომ პროგრამას გააჩნია მინიშნებები სამივე ენაზე, რაც მომხმარებელს არ აძლევს შეცდომის დაშვების საშუალებას.

TN_MZ განკუთვნილია მცირე მაშტაბის მქონე მარკეტების და სავაჭრო ობიექტებისათვის, ასევე გამოსადეგია საბითუმო ვაჭრობისათვის, მიუხედავად იმისა რომ ინტერფეისი ძალზედ მარტივია, იგი საშუალებას იძლევა შეასრულოს გაყიდვები როგორც ხელის შიდა კოდებით, ასევე შტრიხკოდების სკანერის მეშვეობით.

პროგრამის გაყიდვების განყოფილებაში ჩაშენებულია პროდუქციის და კლიენტების სახელებით ძებნის ფანჯრები რაც მუშაობისას ძალიან მოსახერხებელია და დროის ეკონომიურობის თვალსაზრისით ძალიან გამართლებულია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ გაყიდვის ფანჯარაშივეა ხურდის გამოთვლის ფუნქციაც, რომელიც გამორიცხავს შეცდომებს ხურდის დაბრუნების დროს.

პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ჩეკის და ჩამონათვლის ავრომატური ამოღება , ასევე პროგრამა საშუალებას იძლევა RS-ზე ატვირთოთ ზედნადებები

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ ზედნადების ამობეჭდვა შესაძლებელია როგორც გაყიდვის დასრულებამდე, ასევე გაყიდვის შემდგომაც.

პროგრამის მეორე განყოფილებაში განთავსებულია როგორც პროდუქციის ჩამონათვალის, ასევე შესრულებული გაყიდვების ფილტრაციის ფანჯრები.

პროდუქციის ჩამონათვლის ფანჯარაში შეგვიძლია ვნახოთ საქონლის რაოდენობის მიმდინარ ნაშთი და შევასრულოთ ახალი პროდუქციის სახელის დამატება ან შესწორება, ასევე შესაძლებელია პროდუქციის ჩამონათვლის ექსპორტი, ექსელის ფაილში.

რაც შეეხება გაყიდვების ფილტრაციის ფანჯარას, მისი საშუალებით შესაძლებელია გაყიდვების ფილტრაცია: დროის, მყიდველის და პროდუქციის სახელით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე გაყიდული პროდუქციის ზედნადების დამატებით ამობეჭდვა და დღგ-ს დანართის ექსპორტი ყოველთვისაა შესაძლებელი.