სუპერმარკეტის - სუპერმარკეტების , მარკეტის - მარკეტების , მაღაზიის - მაღაზიების ქსელური და ადგილობრივი მართვის კომპიუტერული პროგრამა MEGA

 MEGA განკუთვნილია სავაჭრო ობიექტის , ან ობიექტების მართვისა და აღრიცხვიანობის წარმოებისათვის . იგი წარმოადგენს ძალზედ მოქნილ სისტემას , რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ობიექტის ოპერატიულ რეჟიმში მართვა და მისი შემდგომი აღრიცხვა. პროგრამა განკუთვნილია შემდეგი ოპერაციების განსახორციელებლად :

1 გამარტივებული, მაგრამ ამავდროულად დეტალურად განხორციელებული პროდუქციის მიღება (ერთი ფანჯრის პრინციპი), შეცდომის დაშვების ალბათობა დაყვანილია მინიმუმზე, პროდუქტის მიღება ხორციელდება როგორც შტრიხკოდების, ასევე შიდა კოდების მეშვეობით ( ეს უკანასკნელი, პროგრამაში გარდაიქმნება შტრიხკოდად და მისი ამობეჭდვის შემდგომ იკითხება ნებისმიერი სკანერის მეშვეობით.

2 მიღების შემდგომ შესაძლებელია პროდუქციაზე ფასწარმოქმნის რამდენიმე მეთოდის გამოყენება, მათი კონკრეტულ კატეგორიებში გაერთიანება და შესაბამისი პროცენტის დარიცხვა.

3 პროდუქციის მარაგების კონტროლი ხდება, როგორც საწყობში ,ასევე სავაჭრო ობიექტში, შესაძლებელია პროდუქციაზე სარეალიზაციო ფასების ცვლილების განხორციელება, რომლის დაფიქსირებაც ავტომატურად ხდება ფასის ცვლილების განყოფილებაში.

4 გაყიდვის შესრულება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, ესენია : საცალო, საბითუმო და კლიენტებზე რეალიზაციიები. მონაცემთა ბაზაში ხდება კლიენტის შესახებ დეტალური მონაცემების შევსება და მისი შემდგომი შენახვა, შესაძლებელია შესყიდვების და დავალიანების კონტროლი , როგორც ნაღდი ანგარიშსწორების , ასევე საბანკო გადარიცხვების. Kონკრეტული შესყიდვის გააქტიურებით ხდება სასაქონლო ზედნადების და დანართის შევსება, მისი ავტომატური ნუმერაცია და ამობეჭდვა.


5 ყველა შესრულებული ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამოღება შესაძლებელია ფილტრაციის განყოფილებიდან. ( ესენია: შემოტანები , გაყიდვები , ჩამოწერები , ჩასათვლელი დღგ ოდენობა , მოგება და ა.შ )

6 არსებული ნაშთების კონტროლისათვის შემუშავებულია აღწერის ორი მეთოდი , სრული აღწერა, რომლის დროსაც ხდება დახურულ ობიექტზე არსებული პროდუქციის დეტალური დათვლა და LIVE აღწერა , რომლის დროსაც შესაძლებელია , როგორც კონკრეტულად ერთი , ან რამდენიმე მომწოდებლის , ასევე ცალკეული პროდუქციის გადათვლა და მისი შემდგომი გასწორება